ფეხბურთი

12:32 | 10.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლორან ბლანი "ლიონის" მწვრთნელად დაინიშნა

ლიონის „ოლიმპიკის“ მთავარ მწვრთნელად ლეგენდარული ლორან ბლანი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ფრანგმა სპეციალისტმა „ლომებთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა და პეტერ ბოში შეცვალა. ბლანი ბოლოს „ალ-რაიანში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „ბორდოს“, საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ თავკაცი იყო. ბლანმა ყველაზე დიდ წარმატებას „ბორდოში“ მიაღწია, რომელსაც საფრანგეთის ჩემპიონატი მოაგებინა.

„ლიონმა“ მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო და ბოლო ხუთ ტურში ლიგა 1-ში ერთადერთი ქულა მოიპოვა, რის შედეგადაც 10 ტურის თავზე 14 ქულით მეცხრე ადგილზეა.

0.11618