ფეხბურთი

13:26 | 9.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "როცა ერთი გოლით იგებ, დროის გაყვანა ნორმალურია"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი „ხეტაფესთან“ მოგებით (1:0) კმაყოფილი იყო, განსაკუთრებით კი იმ ფაქტით, რომ მისმა გუნდმა გოლი არ გაუშვა.

„დროის გაყვანა ნორმალურია, როცა მხოლოდ ერთი გოლით იგებ. ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა და ბევრი დადებითი გვქონდა. ბევრი გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ არ გავუშვით, რაც კარგია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მშრალი თამაშის ჩატარება, თავს კარგად ვიცავდით“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ლა ლიგას 22 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 16 ოქტომბერს, „ელ კლასიკოში“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12705