ფეხბურთი

23:35 | 8.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

წაუგებელი ისევ მხოლოდ „სიტია“

„სიტიმ“ ისევ გაანადგურა მეტოქე. ამჯერად „საუთჰემპტონი.“ კანსელუმ, ფოდენმა, მაჰრეზმა და ჰოლანდმა შანსი არ დაუტოვეს „წმინდანებს,“ თუმცა არც სხვა „ქალაქელებს“ დაუკლიათ მონდომება. 9 ტურში 33 გატანილი ბურთი არაჩვეულებრივი შედეგია. ჰოლანდმა კი უკვე 15 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში (ჯამში 20 მიმდინარე სეზონში) და 7 ბურთით უსწრებს ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე მდგარ კეინს...

„სიტი“ კვლავ ერთპიროვნული ლიდრია, თუმცა უშუალო მდევარ „არსენალს“ 2 პუნქტით უსწრებს, რომელიც კვირას „ლივერპულს“ მასპინძლობს.

„ჩელსიმ“ კრიზისში მყოფი „ვულვერჰემპტონი“ არ დაინდო, რომელსაც ერთი კვირის წინათ მწვთნელი შეუცვალეს. „არისტოკრატებს“ მომენტები არ აკლდათ, თუმცა ანგარიში მხოლოდ ტაიმის დამატებულ წუთებზე გახსნეს. თავი გერმანელმა ჰავერცმა გამოიჩინა. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს და კიდევ ორჯერ გაიტანეს. სტუმართა რიგებში ყოფილმა ჩელსელმა, ბრაზილიელმა დიოგო კოშტამ ითამაშა.

„სტემფორდ ბრიჯზე“ გრემ პოტერის პრემიერლიგული სამწვრთნელო დებიუტიც წარმტებული გამოდგა.

„ტოტენჰემმა“ სტუმრად „ბრაიტონი“ კეინის გოლით დაამარცხა.

ინგლისი

პრემიერლიგა

10 ტური. 8 ოქტომბერი

სიტი - საუთჰემპტონი 4:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი“

1:0 კანსელუ (20), 2:0 ფოდენი (32), 3:0 მაჰრეზი (49), 4:0 ჰოლანდი (65)

სიტი: ედერსონი, აკე, დიაში, აკანჯი, კანსელუ (გომესი 70), დე ბრუინი (ალვარესი 70), როდრი, ბერნარდუ სილვა (ლუისი 78), მაჰრეზი (პალმერი 70), ჰოლანდი, ფოდენი (გრილიში 58)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

საუთჰემპტონი: ბაზუნუ, პერო, ბელა-კოტშალი, სალისუ, უოკერ-პიტერსი (ლარიოსი 79), სტიუარტ არმსტრონგი (ჯენელო 66), უორდ-პროუზი, დიალო, არიბო (მარა 79), ჩე ადამსი, ადამ არმსტრონგი (ელიუნუსი 66)

მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი

მსაჯი: ენდი მედლი

გაფრთხილება: უოკერ-პიტერსი (20)

ბრაიტონი - ტოტენჰემი 0:1

0:1 კეინი (22)

ჩელსი - ვულვერჰემპტონი 3:0

1:0 ჰავერცი (45+3), 2:0 პულიშიჩი (54), 3:0 ბროია (90)

ნიუკასლი - ბრენტფორდი 5:1

1:0 გიმარაინსი (21), 2:0 მერფი (28), 2:1 ტოუნი (54 პენ), 3:1 გიმრაინსი (56), 4:1 ალმირიონი (82), 5:1 პინოკი (90 საკ. კარში)

ბორნმუთი - ლესტერი 2:1

0:1 დაკა (10), 1:1 ბილინგი (68), 2:1 კრისტი (71)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.097286