ფეხბურთი

18:17 | 8.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" "გაგრა" დაამარცხა და ევროსაგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს

საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტურში „საბურთალომ“ „გაგრა“ დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა (ზედიზედ მეოთხე), რის შედეგადაც, ევროსაგზურისთვის ბრძოლაში საბოლოოდ დაბრუნდა.

თბილისელები მატჩის დასაწყისშივე მამაცაშვილის გოლით დაწინაურდნენ, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე სტუმრებმა უპასუხეს, მაგრამ 83-ე წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა და „საბურთალოს“ მოაგებინა.

თბილისურმა კლუბმა 43 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, მაგრამ მესამეადგილოსან „დილას“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი უშუალო კონკურენტ „ტორპედოს“ შეხვდება, რომელთანაც 1-ქულიანი ჩამორჩენა აქვს. „გაგრა“ 26 ქულით მეცხრე საფეხურზეა და მომდევნო შეხვედრას „ლოკომოტივთან“ ჩაატარებს.

„საბურთალო“ – „გაგრა“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 მამაცაშვილი (9), 1:1 მაქაცარია (52, პენ), 2:1 ო. მამაგეიშვილი (83)

0.116916