ფეხბურთი

11:00 | 8.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sport-ის ვერსიით კვარაცხელია ძირითადში იქნება, ლოჩოშვილსაც სასტარტოში ელიან

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლი“ „კრემონეზეს“ ესტუმრება და ხვიჩა კვარაცხელია სათამაშოდ მზადაა.

იტალიური მედია ბოლო დღეებში წერდა, რომ ქართველი სათადარიგო სკამზე იქნებოდა, მაგრამ ბოლო ცნობებით, ასე არ იქნება და ხვიჩა ისევ სასტარტოში ითამაშებს.

ცნობილი გამოცემის, Sky Sport-ის ვერსიით, კვარა ნეაპოლელთა სავარაუდო ძირითად შემადგენლობაშია. წყაროს თანახმად, ლუჩანო სპალეტი ქართველს არ დაასვენებს, სამაგიეროდ, სათადარიგო სკამზე კიმ მინ-ჯეს ყოფნას ვარაუდობენ. საბოლოოდ, ყველაფერი მატჩის დღეს გაირკვევა, ფაქტი ისაა, რომ ხვიჩას ტრავმა არ აწუხებს და თამაში შეუძლია.

თავის მხრივ, „კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში იქნება ლუკა ლოჩოშვილი. ყველა იტალიური გამოცემის ვერსიაში ქართველი სასტარტოშია. შეგახსენებთ, რომ „კრემონეზესა“ და „ნაპოლის“ მატჩი 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

0.115266