ფეხბურთი

10:04 | 7.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გრაციანი: "კვარაცხელიას თამაში მუსიკაა, ის "ნაპოლის" საუკეთესო ფეხბურთელია"

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მსოფლიოს ჩემპიონმა (1982 წელს) ფრანჩესკო გრაციანიმ "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ყველა მოთამაშე გამორჩეულია, მაგრამ საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის თამაში მუსიკას შეადარა.

"მატეო პოლიტანო და მარიო რუი "ნაპოლის" საუკეთესო ფორმაში მყოფ მოთამაშეებს შორის არიან და ისინი "აიაქსთან", ლოზანომ და ოლივერამ ჩაანაცვლეს, თუმცა, გუნდისთვის არაფერი შეცვლილა. ანგისა ფენომენალური მოთამაშეა, მაგრამ ყველაზე კარგი კვარაცხელიაა. ამ ბიჭს არსენალში მეტისმეტი, აბსურდული ხრიკები გააჩნია. ქართველს აქვს შესანიშნავი ტექნიკა, მისი თამაში მუსიკაა. კრისტიანო ჯუნტოლიმ მისი ტრანსფერით მაგარი საქმე გააკეთა", - თქვა გრაციანიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი მიითვალა და ორჯერაც პენალტი გამოიმუშავა. „ნაპოლი“ უახლოეს მატჩს 9 ოქტომბერს, „კრემონეზესთან“ გამართავს.

0.102427