ფეხბურთი

20:57 | 6.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "ეს მსოფლიოს ჩემპიონატი ჩემთვის ბოლო იქნება"

ლიონელ მესიმ დააანონსა, რომ მისთვის დამდეგი მსოფლიოს ჩემპიონატი ბოლო იქნება. როგორც არგენტინელმა აღნიშნა, მუნდიალამდე დღეებს ითვლის.

„მსოფლიოს ჩემპიონატამდე დღეებს ვითვლი, თან ნერვიულობაც იმატებს. რა თქმა უნდა, ეს ჩემი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ, წელს კარგი პრესეზონი მქონდა, რაც შარშან არ მქონია“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლიონელ მესიმ ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117075