10:48 | 6.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუბიალესი: „კარგია, რომ უკრაინა შემოგვიერთდა“

ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის თქმით, ძალიან კარგია რომ უკრაინა ესპანეთს და პორტუგალიას შეუერთდა 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის საკითხში.

„ძალიან გვიხარია, რომ უკრაინა შემოგვიერთდა. ფეხბურთი საზოგადოების უკეთესობისკენ სწრაფვას უნდა ემსახურებოდეს. ფეხბურთს საზოგადოებისთვის ზურგი არასოდეს შეუქცევია. ყველა სფეროში უნდა ვითანამშრომლოთ.

უკრაინა არის ქვეუანა, რპმელსაც დიდი ღონისძიებებისთვის უმასპინძლია. ახლა კი არნახულ კონფლიქტშია ჩათრეული. მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა მათთვის ძალიან ამაღელვებელი გამოცდილება იქნება, რომელიც დიდ ხანს არ დაავიწყდებათ.“ - ციტირებს რუბიალესის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს უკრაინამ პოლონეთთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლა.

0.115804