უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობას ესპანეთსა და პორტუგალიასთან ერთად ეცდება.
ესპანეთისა და პორტუგალიის ფეხბურთის ასოციაციებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ მათთან ერთად მუნდიალის მასპინძლობას 2030 წელს უკრაინაც აპირებს და თუ ფიფა არჩევანს მათზე გააკეთებს, 8 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი სამ ქვეყანაში გაიმართება.
„ეს არის სოლიდარობისა და იმედის გზავნილი“, - განაცხადა ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლებმა უეფას კონფერენციაზე.