ესპანეთის ნაკრები შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ლუის ენრიკემ დატოვოს. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
მას კონტრაქტი სწორედ მუნდიალის შემდეგ ეწურება და მხარეები მის განახლებაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ. ლუის ენრიკეს მემკვიდრედ აქტიურად ასახელებენ მარსელინო ტორალს.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში 2018 წლიდან მუშაობს, მანამდე კი „ბარსელონას“, „სელტასა“ და „რომას“ თავკაცი იყო.