ფეხბურთი

21:43 | 4.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი "მანჩესტერ სიტის" სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ერლინგ ჰოლანდი „მანჩესტერ სიტის“ სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ნორვეგიელმა გულშემატკივრებში ჩატარებულ გამოკითხვაში გაიმარჯვა.

ჰოლანდმა კევინ დე ბრუინსა და ფილ ფოდენს აჯობა, რაც გასაკვირი არაა, რადგან მან სეზონი საოცრად დაიწყო.

22 წლის ნორვეგიელი ფორვარდის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 11 მატჩში 17 გოლი და 3 საგოლე პასია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112202