„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ კრიშტიანუ რონალდუს წასვლაზე ხმები აქტიურად ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, პორტუგალიელი „ჩელსისაც“ დაუკავშირეს.
თუმცა, რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე საუბარი არ ისურვა ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა გრემ პოტერმა.
„არ ვისაუბრებ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენს გუნდში არ არიან. რონალდუზე საუბარში შეგვიძლია მთელი დღე გავატაროთ, მაგრამ სანამ რომელიმე მოთამაშე ჩვენი არ არის, მათზე საუბარს არ ვაპირებ“, - თქვა პოტერმა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და ერიკ ტენ ჰაგის გუნდის ძირითად შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში იშვიათად ხვდება.