ფეხბურთი

19:20 | 4.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელიას გაუმართლა, რომ ალეგრისთან მუშაობა არ მოუწია"

იტალიელმა ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ, რომელიც ტელეკომპანია Rai-ზე მუშაობს, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იხუმრა და თქვა, რომ მას გაუმართლა ლუჩანო სპალეტისთან რომ მოხვდა და არა მასიმილიანო ალეგრისთან.

„ნაპოლის“ გარემარბს ძალიან გაუმართლა, რომ ისეთ მწვრთნელს შეხვდა, როგორიც ლუჩანო სპალეტია. შეიძლებოდა, მასიმილიანო ალეგრისთან მოხვედრილიყო, რაც ცხადია, მისთვის გაცილებით უარესი იქნებოდა (იცინის)“, - თქვა ვენერატომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსში“ ტრანსფერთან ხვიჩა კვარაცხელია ახლოს 2021 წლის ზაფხულში იყო, მაგრამ ტურინული კლუბი სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ დატოვა, რომელიც ტრანსფერზე მუშაობდა და ყველაფერი ჩაიშალა. სწორედ იმ პერიოდში დაბრუნდა ალეგრი „იუვეში“.

ზოგადად, ალეგრი ცნობილია, რომ ახალგაზრდებს ნაკლებად ენდობა. რამდენიმე თვის წინ ისიც თქვა, რომ „იუვენტუსისთვის“ ფეხბურთელი მზად 24-25 წლის ასაკშია, მანამდე კი ახალგაზრდა მოთამაშეებმა ტურინულ გრანდამდე მისასვლელად გზა უნდა გაიარონ და საფეხურებიც დაასახელა: ჯერ სერია B, მერე სერია A-ს საშუალო დონის გუნდი და შემდეგ უკვე თუ სათანადო დონისთვის მზად იქნებიან, შეიძლება შანსი „იუვენტუსშიც“ მიეცეთ.

0.101804