ფეხბურთი

11:24 | 4.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინას 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თანამასპინძლობა სურს

უკრაინა ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად, 2030 წლის მსოფლიო ჩენპიონატის მასპინძლობის განაცხადის შეტანას აპირებს ფიფაში - წერს The Times.

წყაროს ცნობით, ეს ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე ესპანეთისა და პორტუგალიის მთავრობების მიერაა ინიცირებული. უკრაინამ, შესაძლოა, ერთ-ერთი ჯგუფის მატჩებს უმასპინძლოს.

ოფიციალურად მხარეები ამ სიახლის შესახებ ფიფას შტაბ-ბინაში ოთხშაბათს განაცხადებენ. მთავარი გზავნილი ის არის, რომ ფეხბურთს შეუძლია იმედი და მშვიდობა დაუბრუნოს ადამიანებს.

ცხადია, საჭიროა უსაფრთხოების გარანტიებიც. ამიტომ, იდეაში ნაგულისხმებია ისიც, რომ 2030 წლისთვის უკრაინაში კონფლიქტი დასრულებული, ქვეყანა კი აღორძინებული იქნება.

0.12177