იტალიური „ბარის“ საშინაო არენა, „სტადიო სან ნიკოლა“ უფრო ცხელია, ვიდრე ოდესმე. ამის მიზეზი კი ერთ-ერთი გულშემატკივარია, რომელიც „ბრეშასთან“ მატჩში ტრიბუნებზე იყო.
ის სტადიონზე ბიკინის ამარა გამოჩნდა და ცხადია, ყველას ყურადღება მიიპყრო. მან ფოტოები ინსტაგრამზეც განათავსა, სადაც 60 ათასამდე გამომწერი ჰყავს. ისიც აღსანიშნავია, რომ ის სტადიონზე ჩაცმულობის მსგავსი სტილით უკვე მეორედ მივიდა.
„როგორც ქალი თავს თავისუფლად ვგრძნობ და ჩემს სხეულს წარმოვაჩენ, როგორც მინდა და როდესაც მინდა. არ მგონია, რომ ამით ვინმეს ვამცირებ, ეს ჩემი, როგორც ქალის შეგნებული არჩევანია“, - თქვა მან იტალიურ მედიასთან.
ეს ადამიანი 21 წლის არქანჯელო სკაკია, რომელიც ბარიში ცხოვრობს და ამავე ქალაქის გუნდის გულშემატკივარია. სხვათა შორის, „ბარი“ მიმდინარე სეზონს კარგად ატარებს და სერია C-დან სერია B-ში ახლახან გადავიდა, მაგრამ 7 ტურის შემდეგ „რეჯინასთან“ ერთად ლიდერია. „ბარის“ მეპატრონე „ნაპოლის“ მფლობელი აურელიო დე ლაურენტისია და კლუბს მისი შვილი, ედოარდო დე ლაურენტისი მართავს.