ჩოგბურთი

4:54 | 3.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ტელ ავივის ღიას ჩემპიონი გახდა

ტელ ავივის ღია პირველობის ფინალში, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 6-3, 6-4 მოუგო ხორვატ მარინ ჩილიჩს და მიმდინარე სეზონში მესამე ტიტულს დაეუფლა. ეს მისი პირველი ტურნირი იყო მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, უიმბლდონზე მეშვიდე ტიტული მოიპოვა.

ჯოკოვიჩმა თავიდანვე აგრესიული თამაში შესთავაზა მეტოქეს და მეორე გეიმშივე შეძლო ბრეიკის მოპოვება. თუმცა პირველი სეტის მოსაგებად, მას 50 წუთი დასჭირდა.

ჩილიჩს ფინალამდე თავის მოწოდებაზე პრობლემა არ შექმნია. მაგრამ ჯოკოვიჩისგან მუდმივად სეწოლის ქვეშ იყო. სერბმა მისი მოწოდება, მეორე სეტის საწყის გეიმშივე აიღო და ეს უპირატესობაც ბოლომდე შეინარუნა.

ჯოკოვიჩმა კარიერაში 89-ე ტიტული მოიპოვა. აშშ-ის ღიას ყოფილ ჩემპიონ ჩილიჩთან ჩატარებული 21 შეხვედრიდან კი მე-19 მოიგო.

35 წლის ჯოკოვიჩის მომდევნო გაჩერება ასტანას ღია პირველობაა, რომელიც ორშაბათს დაიწყება. ამ ტურნირზე ასევე მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი კარლოს ალკარასი და რუსი დანიილ მედვედევი ითამაშებენ.

0.112641