„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა განმარტა, რატომ არ ათამაშა მანჩესტერულ დერბიში კრიშტიანუ რონალდუ, თუნდაც მეხუთე ცვლილებით.
როგორც ნიდერლანდელმა აღნიშნა, ასეთ მატჩში რონალდუს ჩართვა, მისი კარიერის უპატივცემულობა იქნებოდა:
„გადავწყვიტე, რომ თამაშში არ ჩამერთო, რადგან დიდ პატივს ვცემ კრიშტიანუს და მის კარიერას. ეს კარგი შანსი იყო მარსიალისთვის, რომელსაც თამაში სჭირდებოდა“, - აღნიშნა ტენ ჰაგმა.
შეგახსენებთ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „მანჩესტერ სიტისთან“ 3:6 წააგო, 84-ე წუთამდე კი სულაც 1:6 მარცხდებოდა. „წითელმა ეშმაკებმა“ პრემიერლიგაში 4-მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტეს.