ფეხბურთი

14:59 | 2.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ფედერაციის პირველი კომენტარი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გუნდში დაძაბულობა არავინ შემოიტანოს"

ტელეკომპანია ფორმულაზე გასული სიუჟეტი 2 დღეა განხილვის თემაა. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა, რომელიც ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ფაქტზე შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის სამსახურებს უკვე აქვთ ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენთვის - ფეხბურთის ფედერაციისთვის, ყოველთვის იქნება მთავარი თითოეული ჩვენი წევრის, ჩვენი მოთამაშის უსაფრთხოება იყოს დაცული. რა თქმა უნდა, ეს არის შესაბამისი სამსახურების საქმიანობა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არავის ჰქონდეს საშუალება დაძაბულობა და გაუგებრობა შემოიტანოს გუნდში, რომელიც არის ერთიანი და რომელიც დგას წარმატების გზაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს წარმატება ერთად განვახორციელოთ და გავაგრძელოთ“, - გვითხრა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ სკანდალური აუდიოჩანაწერი გუშინ გავრცელდა, სადაც ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა ფეხბურთელებსა და ფედერაციას ემუქრებოდა. ფაქტს მალევე სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც წერს, რომ აუდიოჩანაწერი ყველაზე ბოლოს მან გაიგო და მზად არის ფედერაციის ყველა გადაწყვეტილება მიიღოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112641