სხვა

0:25 | 2.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოტოგრანპრი რბოლებს ინდოეთსა და ყაზახეთშიც გამართავს

სერია მოტოგრანპრიმ მომავალი სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა, რომელშიც 21 ეტაპია შეტანილი. მათგან ორი ახალია და ისინი ინდოეთსა და ყაზახეთში გაიმართება. 2023 წლის სეზონს პორტუგალიის დიდი პრიზი გახსნის, რომელიც 26 მარტს გაიმართება. ბოლო რბოლას კი ვალენსია 26 ნოემბერს მიიღებს.

ყაზახეთი 30-ე ქვეყანაა, სადაც მოტორსპორტის უმაღლესი კატეგორიის ჩემპიონატის რბოლა ჩატარდება. ეს ჩემპიონატი 1949 წლიდან იმართება და აქამდე მისი რბოლები მხოლოდ 29 ქვეყანაში გამართულა. ყაზახური ეტაპის რბოლას ალმატის მახლობლად მდებარე, „სოკოლის“ საერთაშორისო ტრეკი, 7-9 ივლისს უმასპინძლებს.

ინდური ეტაპი „ბუდ-ის“ საერთაშორისო ტრეკზე, 24 სექტემბერს გაიმართება, რომელიც ნიუ დელის მახლობლად მდებარეობს. ნიუ დელიში 2011-13 წლებში ფორმულა 1-ის რბოლებიც ტარდებოდა, თუმცა შემდეგ ინდურმა ეტაპმა კალენდარში ადგილი დაკარგა.

მომავალ სეზონში გაიმართება მოტოგრანპრის მე-1000 რბოლა (საფრანგეთის დიდი პრიზი), რომლის მასპინძლობის პატივიც, ლე მანს ერგო. ის 14 მაისს ჩატარდება.

ყაზახეთის და ინდოეთის დიდი პრიზების ორგანიზატორებს, მოტოგრანპრისთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებიათ. გარდა ამისა, მათ ტრასებს სერტიფიკაციის პროცესიც გასავლელი აქვთ.

0.115255