„ბაიერნის“ გულშემატკივრებმა ირანელ ქალებს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ლევერკუზენის „ბაიერთან“ მატჩში მიუნხენური კლუბის ფანებმა ტრიბუნაზე ბანერი გამოფინეს, რომელზეც ეწერა: „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება. სოლიდარობა ირანში ფემინისტურ რევოლუციას“.
შეგახსენებთ, რომ ირანში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ქვეყანაში ქალების მიმართ არსებული მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ.