ფეხბურთი

14:52 | 30.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: შოთა არველაძე "ჰალ სიტიში" აღარ იმუშავებს

„ჰალ სიტის“ და შოთა არველაძის თანამშრომლობა დასრულდა. ინფორმაცია ინგლისური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ჰალს“ ბოლო ოთხი მატჩი წაგებული ჰქონდა, რის შედეგადაც, კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველ სპეციალისტთან შეხვედრა გამართა, შემდეგ კი მასთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

„სანაკრებო პაუზის დროს, ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა შოთასთან, რათა განგვეხილა გუნდის მიმართულება და კლუბის მომავალი. ამ შეხვედრებისას ცხადი გახდა, რომ ჩვენი შეხედულებები განსხვავებული იყო. ასე რომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, თანამშრომლობა დავასრულეთ. შოთას მადლობელი ვართ და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ“, - თქვა „ჰალის“ პრეზიდენტმა აკუნ ილიჯალიმ.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ „ჰალ სიტი“ მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა და გუნდს 30 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც „ვეფხვებმა“ 9 მოიგეს, 15 წააგეს, ხოლო 6-ჯერ ფრეს დასჯერდნენ.

ქართველ სპეციალისტს სამწვრთნელო კარიერაში „ქაისერისპორში“, „ქასიმპაშაში“, „ტრაბზონსპორში“, თელ ავივის „მაკაბისა“ და „ფახთაქორში“ უმუშავია.

0.104318