10:53 | 30.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სიომინი: „კვარაცხელია შეიძლება 100 მილიონიც ღირდეს“

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა, ჟურნალისტებს „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.

„ხვიჩას ტალანტით არშავინს შევადარებდი. ფეხბურთის ასეთი ოსტატები თითზე ჩამოსათვლელნი არიან. ახლა ის შეიძლება 100 მილიონიც ღირდეს, მაგრამ მთავარია პროგრესი გაგრძელდეს.

გუნდის ლიდერის როლთანაც შეგუებაა საჭირო. ერთია, როცა რამდენჯერმე გაიბრწყინე და ყველა გააოცე. მაგრამ სულ სხვაა როცა გულშემატკივრები შენგან ყოველთვის მაღალი კლასის თამაშს ელიან. მოლოდინი უნდა გამართლდეს და ეს რთულია.“ - ციტირებს სიომინის სიტყვებს Sport24.

0.11354