ესპანური „პონფერადინას“ ქართველი მეკარის, გიორგი მაკარიძის ორი მოგერიება ლა ლიგა 2-ის სექტემბრის თვის ტოპხუთეულში მოხვდა.
მაკარიძეს აღნიშნულ ხუთეულში მეორე და მეხუთე ადგილები ერგო და ორივე დარტყმა მან „ალბასეტესთან“ მოიგერია. მიმდინარე სეზონში გიორგის ანგარიშზე 2 მატჩი (1 მშრალი თამაში) და 2 გოლი გაუშვა.
აქვე გეტყვით, ლა ლიგის სექტემბრის ტოპხუთეულში გიორგი მამარდაშვილის ორი მოგერიება მოხვდა - პირველ და მესამე ადგილებზე.