Gazzetta Dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მცირე წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მსგავსი ფეხბურთელი იტალიის სერია A-ს ძალიან სჭირდებოდა.
„ქართველი არის ის ფეხბურთელი, რომელიც მთელ სერია A-ს სჭირდებოდა წამოსადგომად, თუნდაც სხვა ლიგებთან შედარებით. შემთხვევითი არ არის, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზე დაფრინავს. ის არაპროგნოზირებადი, ხალისიანი მოთამაშეა, განსხვავებული თავისი ვერტიკალური სტილით და ამავდროულად კარზე შეტევის სტილით. მას შეუძლია ორივე მხარეს მოძრაობა.
მისი შეჩერება ძნელია. „ტორინოსთან“ მისი სათამაშო სტილი არ შეიცვლება, ამიტომაც, გვჯერა, რომ ტურინელებიდან კოფი ჯიჯის დაევალება მისი მეურვეობა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „ტორინოს“ მატჩი 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.