ავტოსპორტი

2:57 | 28.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1 მომავალ სეზონში 6 სპრინტ რბოლას ჩაატარებს

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის გადაწყვეტილებით, მომავალ სეზონში ფორმულა 1-ში ექვსი სპრინტ რბოლა გაიმართება. ასეთი რბოლები პირველად გასულ სეზონში ჩატარდა და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. ეტაპზე, რომელიც სპრინტსაც ითვალისწინებს, კვალიფიკაცია პარასკევს ტარდება, სპრინტი შაბათს და რბოლა როგორც ყოველთვის, კვირას.

მიმდინარე სეზონში უკვე ორი სპრინტი ჩატარდა - ემილია რომანიას და ავსტრიის დიდ პრიზებზე. მესამე კი ბრაზილიში გაიმართება. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაა, თუ რომელ ეტაპებზე გაიმართება სპრინტები.

ეტაპზე, რომლის პროგრამაშიც სპრინტი შედის, კვალიფიკაციის შედგების შესაბამისად, პილოტები სპრინტის სტარტზე განლაგდებიან. მისი შედგების შესაბამისად კი მთავარი რბოლის სასტარტო განლაგება ეწყობა. გარდა ამისა, სპრინტის შედეგების მიხედვით, პილოტები ქულებით საჩუქრდებიან.

ექვსი სპრინტის გამრთვა თავიდან ამ სეზნშიც იგეგმებოდა, მაგრამ გუნდბმა ამის სანაცვლოდ, ბიუჯეტის ჭერის გაზრდა ითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. ამის გამო, ისინი მხოლოდ სამ სპრინტს დათანხმდნენ.

თეგებიფორმულა 1
0.118548