იტალიელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა. კერძოდ, „რეინჯერსთან“ მატჩის შემდეგ ქართველის შესახებ ლუჩანო სპალეტის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.
„სპალეტის სიტყვები კვარაზე, რომ უფრო მეტად გუნდურად უნდა ითამაშოს? სპალეტიმ პრაქტიკული, პედაგოგიური სტრატეგია აირჩია. თუმცა, არ არის ლამაზი, როცა მწვრთნელი თავის მოთამაშეებს უტევს, თუნდაც ამას კარგი მიზნით აკეთებდეს. ქართველი ნეაპოლში უკვე კერპია და სპალეტის სურდა მასში ამასთან დაკავშირებული მუხტი ჩაეხშო“, - თქვა კიარიელომ.