ტურინის „იუვენტუსი“ რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვით დაინტერესდა და მათ შორის არის ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი, რომელიც კატალონიის „ბარსელონას“ საკუთრებაა.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინელები „ატლეტიკოში“ იჯარით მყოფ ფეხბურთელს თვალს ადევნებენ, თუმცა არის ორი პრობლემა: თავდამსხმელის მაღალი ფინანსური მოთხოვნები და მადრიდული კლუბის მიერ მისი შესაძლო გამოსყიდვა.
გარდა გრიზმანისა, „ბებერი ქალბატონის“ ინტერესთა არეალში „ჩელსის“ ნახევარმცველი კრისტიან პულისჩი და „ბენფიკას“ მცველი ალექს გრიმალდო არიან.
გეტყვით, რომ ტურინული გრანდი მიმდინარე სეზონში ცუდად ასპარეზობს, მათ სერია A-ში 7 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვთ და მე-8 პოზიციაზე იმყოფებიან, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 ტურის მერე ჯერ ქულა არ მოუპოვებია.