ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ განაცხადა, რომ თანამედროვე ფეხბურთში 10 ნომრის პოზიცია პრაქტიკულად გაქრა.
როგორც ბრაზილიელმა აღნიშნა, ახლა აქცენტი ფლანგზე თამაშზე კეთდება, რადგან გუნდები მოედნის ცენტრში სივრცეებს აღარ ტოვებენ.
„ფეხბურთში 10 ნომრის პოზიცია მთლიანად დაიკარგა, რადგან დაცვით ფაზაში თამაში ძალიან განვითარდა და მოედნის ცენტრში ადგილი თითქმის არ რჩება. ძალიან რთულია მოედანზე თავისუფალი სივრცეების პოვნა, ამიტომ ყველა გუნდი ცდილობს თამაში გაწელოს და აქცენტს ფლანგებზე აკეთებენ“, - თქვა კაკამ.