ფეხბურთი

12:44 | 25.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: "იტალიაში არავის ვაინტერესებდი და ახლაც არაფერი შეცვლილა"

უნგრეთის ნაკრებს ბოლო პერიოდში საოცარი პროგრესი აქვს და ჯერ ევრო 2020-ზე ითამაშა, ახლა კი ერთა ლიგის ჯგუფში, სადაც ინგლისი, იტალია და გერმანიაც არიან, ერთპიროვნული ლიდერია. უნგრელთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იტალიელი მწვრთნელი მარკო როსია.

როგორც მან თქვა, უნგრეთში ბედნიერია, თანაც, იტალიური კლუბებისგან მის მიმართ ინტერესი არც ადრე არსებობდა და არც ახლა არსებობს.

„იტალიაში დაბრუნება? არავის სურდა ჩემთან მუშაობა და არც ახლა სურთ (იცინის - რედ). ეროვნულ ნაკრებში მუშაობა განსხვავებულია კლუბში მუშაობისგან, თუ მნიშვნელოვან შეთავაზებას მივიღებ, მშვიდად განვიხილავ. თუმცა, სადაც ვარ, ბედნიერი ვარ, აქ ვგრძნობ სიყვარულს და კომფორტულ სიტუაციაში ვარ“, - აღნიშნა როსიმ.

მარკო როსი უნგრეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2018 წლიდან მუშაობს, მანამდე ის „დუნაისკა სტრედას“ მთავარი მწვრთნელი იყო. უნგრეთი ბოლო ტურში სწორედ იტალიას უმასპინძლებს და ფრის შემთხვევაში ჯგუფს პირველ ადგილზე დაასრულებს.

0.13502