ფეხბურთი

16:46 | 23.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალი ესპანეთის ქალთა ნაკრებში: 15 ფეხბურთელი თამაშზე უარს ამბობს

ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრებში სკანდალია. 15 ფეხბურთელმა ფეხბურთის ფედერაციას მიმართა და ნაკრებიდან წასვლით იმუქრებიან.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული ისინი მთავარი მწვრთნელის ხორხე ვილდასა და მისი სამწვრთნელო შტაბის გათავისუფლებას ითხოვენ. გოგონები იტყობინებიან, რომ გუნდში ატმოსფერო არაჯანსაღია და ხსენებულ სამწვრთნელო შტაბთან მუშაობა მათ ემოციურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე ისახება.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მომხდარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და მხარი მწვრთნელებს დაუჭირა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი არ აპირებენ ფეხბურთელების მოთხოვნის დაკმაყოფილებას, პირიქით, თუ ნაკრებში თამაშზე უარს იტყვიან, მათ სანქციები დაეკისრებათ.

0.114558