საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა პიზის 2022 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო. ქართველმა სპორტსმენებმა ხმლით ფარიკაობაში 1 ოქროსა და ამდენივე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონი ირმა ხეცურიანი გახდა. მან ნახევარფინალში კორეელი პარასპორტსმენი ჩოო 15:14 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ პასკუინოს 15:9 სძლია და ოქროს მედალი აიღო.
ამავე ტურნირზე, ნინა თიბილაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლა პოლონელ ფრიდრიხთან მოგებით 15:14 დაასრულა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მსაოფლიო თასზე მედლების მოსაპოვებლად დღეს ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი რაპირით ასპარეზობაში იბრძოლებენ.