საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება ესპანურ კლუბებს, „სევილიასა“ და „ვალენსიას“ სურდათ. როგორც Estadio Deportivo იტყობინება, „ვალენსია“ მის დამატებას უფასოდ ცდილობდა.
წყაროს თანახმად, ტრანსფერის შუამავალი ანტონიო ლოპესი იყო, რომელიც მხარეებს შორის მოლაპარაკებებს აწარმოებდა და უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ „ვალენსიაში“ მის უფასოდ გადაყვანაზე მუშაობდა.
თუმცა, საბოლოოდ, კვარაცხელიასთვის ბრძოლაში იტალიურმა „ნაპოლიმ“ გაიმარჯვა, რომელმაც 21 წლის ქართველ ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადა და ესპანელებზე სწრაფად იმოქმედა.
ამრიგად, „ვალენსიაში“ ქართული დუეტი (გიორგი მამარდაშვილი-კვარაცხელია) არ შედგა, სამაგიეროდ, ხვიჩა „ნაპოლის“ შესანიშნავად მოერგო და მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო.