აკი ბაშოზე ტოჩინოშინს საქმე ძალიან გაურთულდა. შემოდგომის პირველ სუპერტურნირზე ქართველმა სუმოისტმა მე-11 ორთაბრძოლა ჩაატარა და აქიდან მე-7 წააგო. მიდი დღევანდელი მეტოქე მე-12 მაეგაშირა რიუდენი იყო და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
ჩვენებურს დადებითი ბალანსის ძალიან მინიმალური შანსი დარჩა, ამისთვის დარჩენილი 4 შეხვედრა უნდა მოიგოს. მას ამ ეტაპზე 7 მარცხის წილ, 4 მოგება უგროვდება.
ლევანი ხვალ მე-16 მარგაშირა ჰირადოუმს შეხვდება, რომელსაც აქამდე არასდროს დაპირისპირებია.