იტალიის სერია A-ში შვიდი ტური მიილია და სანაკრებო პაუზაა, რის შემდგომაც Corriere Dello Sport-მა გამოაქვეყნა 15 ფეხბურთელის სია, რომელთაც განვლილ 7 ტურში კარში დარტყმის ყველაზე მეტი მცდელობა ჰქონდათ.
დარტყმაში იგულისხმება, როგორც კარის ჩარჩოსა და კარისკენ განხორციელებული დარტყმები, ისე დაბლოკილი დარტყმები. „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი 19 დარტყმით ხსენებულ 15-ეულში მოხვდა.
1. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) - 28 დარტყმა
2. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) - 25
3. რაფაელ ლეაო (მილანი) – 25
4. ოლივიე ჟირუ (მილანი) – 25
5. ჟერარ დეულოფეუ (უდინეზე) – 24
6. ტამი აბრაჰამი (რომა) – 22
7. ჩირო იმობილე (ლაციო) – 22
8. დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი) – 21
9. პაულო დიბალა (რომა) – 20
10. სამ ლამერსი (ემპოლი) – 20
11. კევინ ლაზანია (ვერონა) – 20
12. ლორენცო პელეგრინი (რომა) – 20
13-15. სირილ დესერსი (კრემონეზე) – 19
13-15. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 19
13-15. აჰმედ საბირი (სამპდორია) – 19
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში 7 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი გააკეთა და ერთხელაც პენალტი მოიპოვა.