ფეხბურთი

15:00 | 21.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი მსოფლიოს ჩემპიონატზე უკრაინის დროშის ფერების კაპიტნის სამკლავურით ითამაშებს

პოლონეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიოს ჩემპიონატზე უკრაინის დროში ფერების კაპიტნის სამკლავურით ითამაშებს.

სპეციალური შეხვედრა ლევანდოვსკისა და ანდრეი შევჩენკოს შორის ვარშავაში შედგა, სადაც უკრაინელმა მას კაპიტნის სამკლავური გადასცა. აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკის მსგავსი სამკლავურით აქამდეც აქვს ნათამაშები.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა, ხოლო პოლონეთის ნაკრები C ჯგუფში არგენტინის, საუდის არაბეთისა და მექსიკის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115085