ფეხბურთი

22:34 | 20.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი მენეჯერი: "მილანთან" კვარაცხელიას გარდა, "ნაპოლის" ყველა მოთამაშე შეშინებული იყო"

იტალიური „პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო და პაოლო კანავაროების ექსაგენტმა ენრიკო ფედელემ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ხშირად აკრიტიკებდა, „მილანთან“ მატჩისთვის ქართველი შეაქო. მისი თქმით, „როსონერისთან“ მაღალ დონეზე მხოლოდ კვარაცხელიამ და მეკარე ალექს მერეტმა ითამაშეს.

„სან სიროზე“ გამართულ მატჩში მის ყველა თანაგუნდელს ეშინოდა, მას კი არა. ქართველი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან თავისი აჩქარებებით სტეფანო პიოლის გუნდის დაცვის ხაზს პრობლემები შეუქმნა“, - აღნიშნა ფედელემ.

საპირისპირო მოსაზრება გამოთქვა „ნაპოლის“ ყოფილმა მეკარე ჯენარო იეცომ, რომელიც ფიქრობს, რომ ხვიჩას ერთი ნაკლი გამოსასწორებელი აქვს.

„მილანთან“ მისმა თამაშმა ვერ მომხიბლა, მიუხედავად იმისა, რომ მის უნარებს ვაღიარებ. ხანდახან ის არასწორ არჩევანს აკეთებს, ინდივიდუალურად თამაშს ჯიუტად ცდილობს, რაც ნეაპოლელთა დაცვას საფრთხეს უქმნის. ეს არის ნაკლი, რომელიც მან უნდა გამოასწოროს, რათა დიდი ფეხბურთელი გახდეს. „მილანთან“ „ნაპოლიმ“ ქართველის მოქმედებების გამო რამდენიმე კონტრშეტევა მიიღო“, - თქვა იეცომ.

0.132677