„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია Eurosport-მა იტალიის სერია A-ს განვლილი 7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
„ნაპოლის“ კიდევ ერთი ბრწყინვალე აღმოჩენა. ქუდს ვიხდით მათ წინაშე, ვინც ქართველის უნარები თავიდანვე შენიშნა, რომლის ყიდვა ყველას სურდა. 4 გოლი, საგოლე პასი, დრიბლინგები და მეტოქეებისთვის აკიდებული ყვითელი ბარათები. ნამდვილი ღვთაებრივი საჩუქარი“, - წერს ცნობილი გამოცემა.
Eurosport-ს შერჩეული სიმბოლურ ნაკრები განვლილი 7 ტურის მიხედვით ასეთია:
მეკარე: ივან პროვედელი (ლაციო)
მცველები: კიმ მინ-ჯე (ნაპოლი), ფაბიანო პარიზი (ემპოლი), დესტინი უდოჯი (უდინეზე)
ნახევარმცველები: ტეუნ კუპმაინერსი (ატალანტა), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო), რობერტო პერეირა (უდინეზე), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
თავდამსხმელები: პაულო დიბალა (რომა), ოლივიე ჟირუ (მილანი), მარკო არნაუტოვიჩი (ბოლონია)
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს განვლილ 7 ტურში 4 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.