„მილანის“ ლეგენდარულმა მცველმა ალესანდრო კოსტაკურტამ „მილანი“ – „ნაპოლის“ მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ხვიჩა შესანიშნავი მოთამაშეა და ძალიან აინტერესებს მისი და „როსონერის“ მარჯვენა მცველის, დავიდე კალაბრიას დუელი.
„ძალიან დიდი თვისებების მქონე ბიჭია, უკვე გადამწყვეტი. იქიდან გამომდინარე, რომ ის მხოლოდ 21 წლისაა და ახლახან მოვიდა სერია A-ში, მენტალურად უკვე ძლიერი ჩანს. ჩემთვის საინტერესო იქნება მისი თამაშის ხილვა კალაბრიას წინააღმდეგ, რომელსაც მე საერთაშორისო დონის მცველად მივიჩნევ. ერთი-ერთზე თამაშში დავიდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“, - თქვა კოსტაკურტამ.
შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.