ფეხბურთი

12:34 | 18.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ამჟამად დე კეტელარესა და კვარაცხელიას შორის სხვაობა აშკარაა"

იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანკო ორდინემ ხვიჩა კვარაცხელია და „მილანის“ ნახევარმცველი შარლ დე კეტელარე ერთმანეთს შეადარა. ორდინე ფიქრობს, რომ ამ დროისთვის ამ ორ ფეხბურთელს შორის სხვაობა აშკარაა.

„ბელგიელ დე კეტელარესა და ქართველ ხვიჩა კვარაცხელიას შორის ახლა სხვაობა აშკარაა. დე კეტელარე ჯერ კიდევ შებოჭილია და მისი თვისებები ფარდის უკანაა, მაშინ, როდესაც ქართველმა უკვე გაიტანა და აჩვენა ბალისტიკური შესაძლებლობები, როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაში. ამ დროისთვის კვარაცხელია სეზონის აღმოჩენაა, მიუხედავად იმისა, რომ მასში მოკრძალებული თანხაა გადახდილი“, - თქვა ორდინემ.

კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი „პარმას“ სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ, რომელიც ხვიჩას მიმართ მცირედით კრიტიკულადაა განწყობილი, მაგრამ აღიარებს, რომ მას მოედნიდან არასდროს გაიყვანდა:

„ლუჩანო სპალეტი და ასევე მეც, ცოტათი გაბრაზებული ვართ კვარაცხელიაზე. ნიჭი აშკარაა, ვერ ვიკამათებთ, მაგრამ უნდა გააცნობიეროს, რომ თანაგუნდელებთან ერთად უნდა ითამაშოს და არა მარტო. ხშირად საგოლე გადაცემა უკეთესია, ვიდრე დარტყმა. ასე რომ, მეც მწვრთნელის მსგავსად ვფიქრობ, თუმცა მას არასდროს გავიყვანდი მოედნიდან, რადგან შეუძლია თამაშის ნებისმიერ მომენტში განსხვავების მოხდენა“.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

0.110887