ფეხბურთი

22:47 | 17.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სონის ფანტასტიკური 14 წუთი

შაბათს პრემიერლიგაში მხოლოდ სამი მატჩი გაიმართა. დღის ადრეულ შეხვედრაში რამდენიმე დღის წინათ ჩემპიონთა ლიგაზე „დორტმუნდთან“ ნაომარმა „სიტიმ“ მოულოდნელად ძალიან იოლად მოუგო სტუმრად კერკერტ „ვულვზს“ – 0:3.

ამაში მათ ალბათ ადრეული გოლიც დაეხმრა. ჯეკ გრილიშმა პირველივე წუთზე გახსნა ანგარიში. მე-16-ზე ერლინგ ჰოლანდმა თავისი მე-10 გოლი გაიტანა მიმდინარე პრემიერლიგაში. 33-ე წუთზე კი ინტრიგა საბოლოოდ მოკვდა, როცა მასპინძელმა ნათან კოლინზმა პირდაპირი წითელი ბარათი „გაიხერხა.“

მეორე ტაიმში ფილ ფოდენის მესამე გოლს დიდი აღარფერი შეუცვლია.

„სიტიმ“ 17 ქულა მოაგროვა და მინიმუმ კვირამდე გალიდერდა, სანამ „არსენალი“ თავის მატჩს არ ითამაშებს სტუმრად „ბრენტფორდთან“ („მეთოფეებს“ ამჟამად 15 ქულა აქვთ).

მოგვიანებით ქალაქელებს ქულებით „ტოტენჰემი“ წამოეწია. ჩრდილოლონდონელები „ლესტერს“ მასპინძლობდნენ და პირველ ტაიმში გაუჭრდათ. ლესტერშირელები იგებდნენ კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმი „დეზების“ გამოდგა. შეცვლაზე შესულმა კორეელმა სონმა 14 წუთის ინტერვალში ჰეთ-თრიქი შეასრულა. თითოჯერაც კეინმა, დაიერმა და ბენტანკურმა ივარგეს.

„ნიუკასლმა“ და „ბორნმუთმა“ 1:1 ითამაშეს.

ინგლისი

პრემიერლიგა

8 ტური. 17 სექტემბერი

ვულვერჰემპტონი - სიტი 0:3

ვულვერჰემპტონი. „მოლინიუ“

0:1 გრილიში (1), 0:2 ჰოლანდი (16). 0:3 ფოდენი (69)

ვულვერჰემპტონი: სა, აიტ-ნური (სემედუ 81) , კილმენი, კოლინზი, კასტრო, ნუნიეში, ნევეში, მოუტინიუ, პოდენსე (ბუბაქარ ტრაორე 70), გედეში (ჰი ჩან ხვანი 70), ნეტუ (კემპბელი 86)

მწვრთნელი: ბრუნუ ლაჟე

სიტი: ედერსონი, კანსელუ, დიაში, სტოუნზი, აკანჯი, როდრი (როდრი 81) , დე ბრუინი (გიუნდოგანი 72), გრილიში (პალმერი 77), ფოდენი (მაჰრეზი 72), ჰოლანდი, ბერნარდუ სილვა (ალვარესი 72)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: ნუნიეში (65), ნევეში (65); როდრი (13)

გაძევება: კოლინზი (33)

ნიუკასლი - ბორნმუთი 1:1

0:1 ბილინგი (62), 1:1 ისაკი (66 პენ)

ტოტენჰემი - ლესტერი 6:2

0:1 ტილემანსი (6 პენ), 1:1 კეინი (8), 2:1 დაიერი (21), 2:2 მედისონი (41), 3:2 ბენტანკური (47), 4:2, 5:2, 6:2 სონი (73, 84, 88)

0.109511