ავტოსპორტი

11:09 | 17.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ალფა რომეო“ „ზაუბერს“ მომავალი სეზონის ბოლოს დაშორდება

„ალფა რომეო“ შვეიცარიულ „ზაუბერთან“, რომელიც მის ფორმულა 1-ის პროგრამას უძღვება, პარტნიორობას 2023 წლის სეზონის ბოლოს დაასრულებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ „ზაუბერი“ მალე „აუდის“ პარტნიორი გახდება. გერმანული კომპანია ფ1-ში 2026 წლიდან, ძრავების მიმწოდებლის რანგში ჩაერთვება.

„ზაუბერი“ მსოფლიო ჩემპიონატში „ალფა რომეოს“ სახელით, 2019 წლიდან ასპარეზობს. მათი კონტრაქტი სწორედ 2023 წლის სეზონის ბოლოს დასრულდება. ეს ინფორმაცია კომპანია „სტელანტისმა“ დაადასტურა, რომლის ერთ-ერთი ბრენდიც „ალფა რომეოა“.

იტალიური კომპანია აცხადებს, რომ ჩატარებული ინდუსტრიული და ეკონომიკური გარდაქმნის შემდეგ, სასურველ შედეგებს მიაღწია და ახლა სამომავლო გეგმების გაანალიზებას გეგმავს. ამის შემდგ გადაწყვეტს, სჭირდება თუ არა ფ1-ში დარჩენა.

იტალიურმა გუნდმა ფ1-ში დაბრუნების შემდეგ, პირველი ორი სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა (კონსტრუქტორებში), გასულ სეზონში კი მეცხრეზე გავიდა. მილანელებს ამჟამად კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მეექვსე ადგილი უკავიათ და მომდვნ ადგილზე მყოფ ამერიკულ „ჰაასს“ 18 ქულას უგებენ, მეხუთეზე მყოფ „მაკლარენს“ კი 55 ქულით ჩამორჩებიან.

0.118081