ჩოგბურთი

19:50 | 15.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერმა კარიერის დასრულება დააანონსა

როჯერ ფედერერმა კარიერის დასრულება დააანონსა. 41 წლის ჩოგბურთელმა სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა განცხადება, რომ მომავალ კვირაში ლონდონში ბოლო ტურნირზე გამოვა.

„1 500-ზე მეტი მატჩი ჩავატარე, ეს არის სპორტი, რომელმაც 24 წლის განმავლობაში ყველაფერი მომცა, ახლა კი მინდა გითხრათ, რომ Laver Cup-ი ჩემი ბოლო ტურნირი იქნება. 41 წლის ვარ, ბოლო სამი წლის განმავლობაში ვცდილობდი დაბრუნებას, მაგრამ სხეული ამის საშუალებას არ მაძლევს. ვიცი, რომ ყველა მომენატრება, მაგრამ ბოლო წლებში ბევრი პრობლემა და ტრავმა მქონდა. ჩოგბურთი უფრო გულუხვად მექცეოდა, ვიდრე წარმომედგინა და ახლა უნდა ვაღიარო, რომ ჩემი კარიერის დასრულების დრო დადგა“, - დაწერა ფედერერმა.

შეგახსენებთ, როჯერ ფედერერმა კარიერის განმავლობაში დიდი სლემი 20-ჯერ მოიგო, რომელიც ასე ნაწილდება - 8 უიმბლდონი, 6 ავსტრალიის ღია პირველობა, 1 საფრანგეთის ღია პირველობა და 5 აშშ-ს ღია პირველობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119402