ფეხბურთი

17:51 | 14.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხამეს როდრიგესი ევროპაში ბრუნდება

კოლუმბიელი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი ევროპაში ბრუნდება და კარიერას პირეოსის „ოლიმპიაკოსში“ გააგრძელებს.

ხამესი უკვე ათენშია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს. კოლუმბიელი ბოლოს „ალ რაიანში“ თამაშობდა, მაგრამ ევროპაში დაბრუნების სურვილს დიდი ხანია არ მალავს.

აღსანიშნავია, რომ „ოლიმპიაკოსმა“ ცოტა ხნის წინ ხამესის ყოფილი თანაგუნდელი მარსელოც დაიმატა.

ხამეს როდრიგესს ევროპაში არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის „პორტუში“, „მონაკოში“, „რეალში“, „ბაიერნსა“ და „ევერტონში“.

0.132387