კატალონიის „ბარსელონამ“ გავის ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის მიხედვით ნიჭიერი ესპანელი „ბლაუგრანაში“ 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა და კონტრაქტში მითითებულია, რომ გავის გამოსასყიდი ფასი 1 მილიარდი ევრო იქნება.
18 წლის გავი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დღემდე ჩატარებულ 54 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.