„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „ბაიერნთან“ მატჩის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდი მარცხს არ იმსახურებდა და გამარჯვებაც შეეძლო.
„ბევრ რამეში უკეთესები ვიყავით, ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ ძალიან ბევრჯერ ვაპატიეთ, 7-8 საგოლე მომენტი გვქონდა, მათ კი არაფერი გვაპატიეს. განცდა ასეთია - გაბრაზებული ვარ და ამაყიც, უკეთესები ვიყავით, მაგრამ შეცდომების გამო დავისაჯეთ. როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობ, შეცდომების გამო საფასურის გადახდა გიწევს, არავინ გაპატიებს. შედეგი არ ასახავს თამაშს, მაგრამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.
ერთხელ და სამუდამოდ აქ მოგება შეგვეძლო, მაგრამ შედეგიდან გამომდინარე ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. მე არ მიყვარს წაგება და არც დაგვიმსახურებია. ის, რაც კუთხურის და მერე კონტრშეტევის დროს დაგვემართა, არ უნდა დაგვემართოს, ეს ჩემპიონთა ლიგაა და შეცდომებს არ გპატიობენ“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ორ ტურში სამი ქულა აქვს და მომდევნო ტურში მილანში, „ინტერს“ დაუპირისპირდება.