„ატლეტიკო“ „ბარსელონას“ თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის გამოსყიდვას ცდილობს, მაგრამ არ აპირებს თავიდან დასახელებული 40 მილიონი ევროს გადახდას. მადრიდელთა ხელმძღვანელობა კატალონიელებს ესაუბრება ფასის დაწევაზე - გვამცნობს Mundo Deportivo.
„ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე იძულებულია 31 წლის ფრანგი მე-60 წუთის შემდეგ ათამაშოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელის გამოსყიდვისთვის დადგენილი თანხა ავტომატურად გააქტიურდება.
ანტუანის საიჯარო ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის. მადრიდელები მზად არიან გრიზმანში 25 მილიონი ევრო გადაიხადონ.