ჩოგბურთი

2:29 | 13.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერენას ბოლო თამაშს იესპიენის ისტორიაში ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა

აშშ-ის ღია პირველობის მესამე წრის შეხვედრას, რომელიც დიდი ალბათობით, სერენა უილიამსის ბოლო გამოსვლა იყო WTA-ს ტურზე, იესპიენის 43-წლიან ისტორიაში, ყველაზე მეტი ტელე მაყურებელი ჰყავდა.

ეს შეხვედრა არტურ ეშის სახელობის კორტზე გაიმართა და ის სერენამ ავსტრალიელ აილა ტომლიანოვიჩთან წააგო. შეხვედრის განმავლობაში, მას ტელეარხზე საშუალოდ 4.8 მილიონი ადამიანი უცქერდა. მაყურებელთა პიკი კი 6.9 მილიონი იყო.

სერენა და ვენუს უილიამსებმა ქალთა ჩოგბურთში მთელი ეპოქა შექმნეს. ისინი სწრაფად გახდნენ ქალთა ჩოგბურთის პირველი შავკანიანი სუპერ ვარსკვლავები. ორივე საჩოგბურთო ხელოვნებას ქალაქ კომპტონში (ლოს ანჯელესის მახლობლად) დაეუფლა და მათ ძალიან სწრაფად დაიმკვიდრეს ადგილი ელიტაში.

სერენას ერთეულებში დიდი სლემის 23 ტიტული აქვს მოპოვებული და ის არის ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ჩოგბურთელი. მას აქვს ინტერესი კორტს მიღმა და საკუთარი ბიზნესის განვითარებას აპირებს. გარდა ამისა, მას მეორე შვილის გაჩენის სურვილიც აქვს.

სერენამ ხუთ დღეში ერთეულებში სამი შეხვედრის თამაში მოასწრო. ამასთან, ქალთა წყვილებში, ვენუსთან ერთად, ერთხელ ითამაშა (და წააგო). ამ ხუთ დღეში, იესპიენის საჩოგბურთო რეპორტაჟებს, საშუალოდ 1.1 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც ასევე სპორტული ტელექსელის რეკორდია.

0.120005