ფეხბურთი

23:00 | 12.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

არდა თურანმა კარიერა დაასრულა

ვეტერანმა თურქმა ფეხბურთელმა არდა თურანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ განცხადება 35 წლის ნახევარმცველმა თავად გააკეთა.

„ფანტასტიკური მოგზაურობა იყო ჩემთვის, დედაჩემისთვის, მამაჩემისთვის, ჩემი ძმისთვის, ჩემი მეუღლისთვის და ჩემი შვილებისთვის. იმედი მაქვს, რომ თქვენთვისაც. რთული იყო, მაგრამ მშვენიერი“, - თქვა არდამ.

არდა ბოლოს „გალათასარაიში“ თამაშობდა (2020 წლიდან), სადაც დაიწყო კიდეც კარიერა და 2005-2011 წლებში სახელიც იქ გაითქვა. შემდეგ მან მადრიდის „ატლეტიკოში“, „ბარსელონასა“ და „ბაშაქშეჰირში“ ითამაშა. თურქეთის ნაკრებში არდამ 2006-2017 წლებში 100 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115069