ფეხბურთი

19:11 | 12.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" "ნაპოლისთან" სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურის ცენტრალურ მატჩში „მილანი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს და „როსონერის“ შემადგენლობაში სერიოზული დანაკლისი ექნება.

გენუის „სამპდორიასთან“ ბოლო ტურის შეხვედრაში გააძევეს რაფაელ ლეაო, შესაბამისად, პორტუგალიელი ლიდერი გუნდს ნეაპოლელებთან ვერ დაეხმარება.

გარდა ამისა, ტრავმის გამო უკვე გადაწყვეტილია, რომ "მილანის" რიგებში თავდამსხმელები დივოკ ორიგი და ანტე რებიჩი ვერ ითამაშებენ. რა თქმა უნდა, სამი მნიშვნელოვანი შემტევის არყოფნა, სტეფანო პიოლის გუნდს შეტევაში პრობლემებს უქმნის.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 18 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12385