იტალიური “რომას” პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ ჰოლანდიელი ფეხბურთელის კევინ სტროოტმანის შესახებ ისაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, სტროოტმანის გადაბირების სურვილი “მანჩესტერ იუნაიტედს” აქვს, თუმცა, როგორც პალოტა აცხადებს, ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებენ.
“ზუსტად გეტყვით, რომ ეს არ მოხდება. სტროოტმანის გაყიდვას არ ვაპირებთ. გვირეკავენ და გვთხოვენ დავიწყოთ მოლაპარაკება ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით. ეს მშვენიერი ბიზნესია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი სტაბილურობაა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ჰოლანდიელ ფეხბურთელს ტრავმის გამო სეზონის სტარტი ჩაუვარდა, თუმცა მან გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და ძლიერი კლუბებისგან ინტერესი გასულმა სეზონმა განაპირობა.